Logo
birdLogo
Loading...
Coral decoration

გამოცდილება, ნდობა და ხედვა Corall Seaside Resort-ისთვის.

Corall Seaside Resort სამი პარტნიორის - Grande Group-ის, Mziuri Development-ისა და Ibercompany Holding-ის - ერთიანი ხედვის, მრავალწლიანი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის საფუძველზე იქმნება. სამივე პარტნიორი პროექტში განსხვავებულ კომპეტენციას აერთიანებს — დეველოპმენტს, მშენებლობას, სტუმარმასპინძლობას, ინვესტიციასა და მრავალპროფილურ ბიზნესგამოცდილებას. სამივე კომპანიას აერთიანებს ერთი მთავარი პრინციპი: დაპირება უნდა იქცეს რეალობად. სწორედ ამ პრინციპზე დაფუძნებულმა თანამშრომლობამ შექმნა პროექტი, რომელიც ბათუმის სანაპიროზე თანამედროვე ცხოვრების, დასვენებისა და ინვესტირების ახალ სტანდარტს აყალიბებს.

Building view
Loading video...

CORALL ᲪᲘᲤᲠᲔᲑᲨᲘ

2

თაუერი

11,300 მ² უნიკალური ზღვისპირა ტერიტორია - ორი გამორჩეული თაუერი, საიდანაც იშლება შთამბეჭდავი პანორამული ხედები შავ ზღვაზე, მთებსა და ბათუმის ჰორიზონტზე.

55 – 53

სართული

55 და 53-სართულიანი ცათამბჯენები ერთ სივრცეში აერთიანებს საცხოვრებელ, სასტუმრო, ბიზნეს, კომერციულ, დასასვენებელ და ველნეს ფუნქციებს.

11,300 მ²

მიწის ნაკვეთი

გამორჩეული მდებარეობა უშუალოდ ბათუმის სანაპიროზე, სადაც დაგეგმილია ერთიანი საკურორტო გარემო სტუმარმასპინძლობის, დასვენებისა და ცხოვრების სტილის მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით.

2,374

რეზიდენცია

აპარტამენტების მრავალფეროვანი არჩევანი, შექმნილი როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციო მიზნებისთვის და სრულმასშტაბიანი ზღვისპირა რეზორტის სერვისებითა და ინფრასტრუქტურით. პროექტი ასევე მოიცავს ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს 100 ექსკლუზიურ ნომერს.

გალერეა

იტვირთება გალერეა...
Vision circle

ხედვა, რომელიც გვაერთიანებს

ჩვენი მიზანია შევქმნათ გამორჩეული ზღვისპირა ეკოსისტემა — სივრცე, სადაც თანამედროვე ცხოვრების კომფორტი, დასვენება, გართობა და მაღალი ხარისხის სერვისი ერთიანდება.

Corall Seaside Resort-ის კონცეფცია სცილდება მხოლოდ საცხოვრებელი ან საინვესტიციო სივრცის შექმნას. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ადამიანები შეძლებენ დაუვიწყარი მოგონებების შექმნას, ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებას და ცხოვრების განსაკუთრებული რიტმით ტკბობას. ჩვენი ხედვაა, ბათუმის სანაპიროზე ჩამოვაყალიბოთ გამორჩეული, მაღალკონკურენტული და მიმზიდველი საერთაშორისო დანიშნულება — ადგილი, რომელიც გააერთიანებს მაღალი კლასის ცხოვრების სტილსა და საინვესტიციო პოტენციალს.

ღირებულებები, რომელსაც ვეყრდნობით

პროექტის პარტნიორები

იტვირთება...
Loading partners...
იტვირთება საკონტაქტო ინფორმაცია...

დაგვიკავშირდით

სად გსურთ დაკავშირება?